“პრეზიდენტმა კვლავ დაარღვია კონსტიტუცია” – ქადაგიშვილი ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტზე
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საფრანგეთში ვიზიტის შესახებ პრეზიდენტს მთავრობისთვის არ მიუმართავს, რაც კვლავ კონსტიტუციის დარღვევას ნიშნავს.
“პრეზიდენტს არ მიუმართავს საქართველოს მთავრობისთვის ამ ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ეს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაა. პრეზიდენტი არის პოლარიზაციაში მთავრობასთან. თუ უნდათ დეპოლარიზაცია, პრეზიდენტმაც და ოპოზიციამაც, ყველამ თავისი ნაბიჯები და ქმედება კონსტიტუციის შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.