შალვა პაპუაშვილი: მინდა მივულოცო ლევან დოთიაშვილის ოჯახს – დღეს ვიმყოფებოდი კირბალში, მის ოჯახში და ვნახე როგორ ელოდნენ ისინი მის დაბრუნებას

მინდა მივულოცო ლევან დოთიაშვილის ოჯახს. იცით, დღეს ვიმყოფებოდი კირბალში. ვიყავი მისული მის ოჯახში. ვნახე როგორ ელოდნენ ისინი მის დაბრუნებას, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მინდა მივულოცო ლევან დოთიაშვილის ოჯახს. იცით, დღეს ვიმყოფებოდი კირბალში. ვიყავი მისული მის ოჯახში. ვნახე როგორ ელოდნენ ისინი მის დაბრუნებას. მიხარია ძალიან, რომ სულ რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც ოჯახში ვიმყოფებოდით, ლევანი დაუბრუნდა თავის ოჯახს. დიდი სიხარულია. ამავდროულად თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე რჩება ჩვენი ყურადღების ქვეშ და მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავეები დაისაჯონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობისას, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები