სალომე ზურაბიშვილი: ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი, პრემიერიც დაესწრება – ნებსით თუ უნებლიედ, ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა

ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და რომელსაც პრემიერიც დაესწრება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ის კვლავ გააგრძელებს საქართველოს კანდიდატურის ლობირებას.

„რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ. გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას, ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც კრიზისებს და კონფლიქტებს განიხილავს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც დაგეგმილი იყო, იმის გათვალისწინებით, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიედ, ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები