ნიკოლოზ სამხარაძე: სრულიად ვეთანხმებით იმ ფორმულირებას, რომ დიახ, ქართველმა ხალხმა დაიმსახურა ეს სტატუსი

საქართველოში ხალხისა და ხელისუფლების გაყოფა პირველად მოინდომა რუსეთმა, ვლადიმერ პუტინმა და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიცია პუტინის ნარატივს მისდევს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი და ხელისუფლება საქართველოში გაყოფილი ვერ იქნება.

„საქართველოში ხალხი და ხელისუფლება ერთმანეთისგან გაყოფილი ვერ იქნება, რადგან ხელისუფლებას ხალხი ირჩევს. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველო არ არის დიქტატურა, შესაბამისად, ხელისუფლება გამოხატავს ხალხის ნებას. ჩვენ სრულიად ვეთანხმებით იმ ფორმულირებას, რომ დიახ, ქართველმა ხალხმა დაიმსახურა ეს სტატუსი“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები