“ევროკომისიამ საქართველოს დღეს გარანტირებული კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, გილოცავ, საქართველო” – ვახტანგ მახარობლიშვილი

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დღეს ისტორიული დღეა“, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ისტორიული დღეა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დღეს ევროკომისიამ საქართველოს გარანტირებული კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. გილოცავ, საქართველო!“, – წერს ვახტანგ მახარობლიშვილი.

ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები