“ვულოცავთ ქართველ ხალხს, ეს გადაწვეტილება მათი დამსახურებაა” – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ქართველ ხალხს ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეცეს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, ვულოცავთ, ქართველ ხალხს კომისიის მიერ ისტორიული რეკომენდაციის გაცემას, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ეს ქართველი ხალხის დამსახურებაა”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები