საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობის აღიარებაა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველომ აჩვენა თავისი ძალა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება.
„გილოცავ, საქართველო. ევროკომისიამ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა. ეს არის აშკარა აღიარება საქართველოს მიერ ამ მნიშვნელოვან გზაზე გაწეული ინტენსიური მუშაობისა. ჩვენ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ერთიანობა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება. მოუთმენლად ველოდები საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში“, – წერს ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.