პაველ ჰერჩინსკი: გულითადად ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მთავრობას, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გულითადად ვულოცავთ საქართველოს მოსახლეობას

“კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა, ბოლო წლებში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მან ქართველ ხალხს აღნიშნული ფაქტი მიულოცა.

„გულითადად ვულოცავ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, თქვენ, მედიას, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გულითადად ვულოცავთ საქართველოს მოსახლეობას, ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება, რადგან ეს ევროპული მისწრაფებები საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. მე არ შემხვედრია არცერთი მოქალაქე, ვისი სურვილიც არ იქნებოდა, რომ მათ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდა“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები