საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის რეკომენდაციას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ეხმაურება.
ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ, როგორც პრეზიდენტი, განაგრძობს საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის ხელშეწყობას.
“მიხარია ქართველ ხალხთან ერთად და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმების განხორციელებას”, – წერს პრეზიდენტი “ტვიტერში”.
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.