ნათია თურნავა: ვფიქრობთ, უახლოეს თვეებში მოვახერხებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენის საკითხი წინ წავწიოთ

“ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფორმატში. შევთანხმდით გარკვეული მოქმედებების გეგმაზე და ვფიქრობთ, უახლოეს თვეებში მოვახერხებთ, რომ პროგრამა წინ წავწიოთ”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა კარგი ფაქტორია იმისთვის, რომ საერთაშორისო ინვესტორების თვალში ქვეყნის ეკონომიკა უფრო საიმედოდ და მიმზიდველად გამოჩნდეს.

„ზოგადად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა საქართველოსთვის და ჩვენი საფინანსო სისტემისთვის ტრადიციულად ძალიან კარგი ფაქტორი არის იმისთვის, რომ საერთაშორისო ინვესტორების თვალში უფრო საიმედოდ და მიმზიდველად გამოჩნდეს ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი საფინანსო სისტემა. სხვადასხვა კრიზისულ პერიოდში ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ ის პროგრამა, რომელიც არის დროებით შეჩერებული, ანუ გადადებული არის მისი მორიგი მიმოხილვა, კვლავაც გააქტიურდეს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდიდან, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეს პროგრამა დროებით შეჩერდა, ჩვენ ვმუშაობთ სავალუტო ფონდის სხვადასხვა ტექნიკურ მისიასთან, რათა გარკვეული ცვლილებები მომზადდეს კანონმდებლობაში, მათ შორის, საუბარია ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუციის დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებაზე, და ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. ასევე, მათ სურთ, დარწმუნდნენ, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა, საფინანსო სექტორი არის კვლავაც მდგრადი, უსაფრთხო და აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ხედავთ, რამდენად მზარდია, რამდენად მიმზიდველია ინვესტორებისთვის ჩვენი საფინანსო სექტორი, რომელიც ასევე ძალიან დიდი ნდობით სარგებლობს მოსახლეობაში. რეგიონში ერთ-ერთი კონკურენტული სექტორია. ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფორმატში. შევთანხმდით გარკვეული მოქმედებების გეგმაზე და ვფიქრობთ, უახლოეს თვეებში მოვახერხებთ, რომ პროგრამა წინ წავწიოთ“, – განაცხადა თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები