Reuters: ისრაელმა ქალაქები – რაფაჰი და ხან-იუნისი დაბომბა, ათობით დაღუპულია
ისრაელის არმიამ დღეს ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქები – რაფაჰა და ხან-იუნისი დაბომბა.
ამის შესახებ Reuters -ი ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს.
IDF-ში ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ. არსებული ინფორმაციით, სულ მცირე, 23 ადამიანია დაღუპული.
თუმცა, პალესტინური საინფორმაციო სააგენტო Wafa წერს, რომ ხან-იუნისში 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რაფაჰში – 25.