ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ ღაზაში “ჰამასის” საყრდენ პუნქტზე კონტროლი დაამყარეს, რომელზეც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ასევე, სხვა იარაღი და სადაზვერვო მასალებია აღმოჩენილი.
ამის შესახებ არმიის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
IDF-ში ასევე ითქვა, რომ ისრაელის საზღვაო ფლოტმა ღაზაში მდებარე “ჰამასის” ობიექტებზე დარტყმები განახორციელა, მათ შორის, „პოსტზე, რომელზეც ტექნოლოგიური სამიზნეები იყო”.
რაც შეეხება ღაზაში ალ-კუდსის ჰოსპიტალთან აფეთქებებს, არმიაში აღნიშნეს, რომ მიმდებარე რაიონში ჰამასის ბოევიკების განთავსების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რის შემდეგაც ტერიტორიაზე ავიაიერიში განხორციელდა.
როგორც არმიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ტერიტორიაზე განმეორებითი აფეთქებები მოწმობს იმაზე, რომ იქ საბრძოლო მასალების საწყობი იყო.