“ედინაია როსია”-ს ყრილობა 22 დეკემბრამდე ჩატარდება

რუსეთის მმართველი პარტია “ედინაია როსია”-ს ყრილობა 15-დან 22 დეკემბრამდე პერიოდში გაიმართება.

ამის შესახებ “რია ნოვოსტი”-ს წყარომ უამბო.

​მისი თქმით, “თარიღი მიმდინარე კვირას დაზუსტდება”.

6 ნოემბერს “როიტერმა” 6 წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და რომ შესაბამისი ინფორმაციული მინიშნება უახლოეს კვირებში გაკეთდება.

თუმცა, კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პუტინს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია, არც კამპანიაა დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები