“უკრაინაში ჩემი გამგზავრება მიზანშეწონილი არ არის” – ტრამპმა ზელენსკის წინადადებაზე უარი თქვა
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებაზე – ჩავიდეს კიევში და პირადად დარწმუნდეს, რომ ომი 24 საათში ვერ დასრულდება.
ტრამპის სიტყვებს Newsmax-ი ციტირებს.
„მე დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტ ზელენსკის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ დროს უკრაინაში გამგზავრება მიზანშეწონილი არ იქნება. მასთან ამჟამად ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს და მე არ მსურს ინტერესთა კონფლიქტის შექმნა”, – ამბობს ტრამპი.
მანამდე, NBC News-ის ეთერში ზელენსკიმ ტრამპის სიტყვები გაიხსენა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ომს 24 საათში დაასრულებს. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას 24 წუთი დასჭირდება, რათა ტრამპს დაუმტკიცოს, რომ ეს შეუძლებელია.
„თუ მას შეუძლია აქ ჩამოსვლა, 24 წუთი დამჭირდება, ავუხსნა ტრამპს, რომ ასეთ დროში ის ვერ გაუმკლავდება ომს. პუტინის გამო ის მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს”, – თქვა ზელენსკიმ.