ნიკოლოზ სამხარაძე: 12 რეკომენდაციის შესრულებაში ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაში ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი სრულად არის შესრულებული.

„12 რეკომენდაციის შესრულებაში ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა. დიდი ნაწილი რეკომენდაციებისა სრულად არის შესრულებული. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას და უფლებას, რომ ეს დასკვნა იქნება პოზიტიური. ჩვენს ოპოზიციას უნდა, რომ აპოკალიფსური სურათი დახატოს. უნდა, რომ კანდიდატის სტატუსიც ერთგვარად დააკნინოს და თქვას, რომ კი, სტატუსი არის, მაგრამ ამას იმდენი პირობა მოჰყვება და ა.შ. ეს ყველაფერი არის მათი ძალიან უსუსური მცდელობა, რომ როგორმე კარგი ამბავი, რომელსაც ჩვენ ველით, ჩვენი საზოგადოებისთვის გარდაქმნას არასასურველ მოცემულობად“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები