როგორ გადაარჩინეს ლეკვი, რომელიც გუდრონის ავზში ჩავარდა? (ფოტოკოლაჟი)

3 თვის მეტისის ჯიშის ლეკვი გუდრონის ავზში ჩავარდა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა. შემთხვევა თბილისში, 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა. ფაქტის შესახებ შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დაპარტამენტს მოქალაქე მიხეილ პეტრიაშვილმა შეატყობინა. თბილისის მუნიციპალურ ცხოველთა თავშესაფრის ექიმ-ვეტერინარმა იოსებ ბოჭორიშილმა ლეკვის გუდრონისგან გასუფთავება 2 -საათიანი მუშაობის შედეგად შეძლო, რის შემდეგაც ლეკვი თბილისის მუნიციპალურ ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს.
თავშესაფრის ცნობით, ამჟამად ცხოველის მდგომარეობა სტაბილურია და ის ექიმ- ვეტერინარების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებ.
„31-ე ქარხნის ტერიტორიაზე გუდრონის ავზში ჩავარდნილი იყო დაახლოებით 3 თვის მეტისის ჯიშის ლეკვი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ადგილზე მისულმა ჩვენი სამსახურის წარმომადგენლებმა ლეკვი თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადმოიყვანეს, თავშესაფრის ექიმებმა ვეტერინარმა იოსებ ბოჭორიშილმა ლეკვის გასუფთავება გუდრონისგან 2 – საათიანი მუშაობის შედეგად შეძლო. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, იგი იმყოფება ექიმ – ვეტერინარების ზედამხედველობის ქვეშ“, – აცხადებენ თბილისის მუნიციპალურ ცხოველთა თავშესაფარში.

10656114_938265832868100_490205439_n

10660700_938265836201433_2083377138_n

10681926_938265842868099_1779093310_n

10694866_938265839534766_1633023263_n

10643451_938265846201432_1809417623_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები