გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილს პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს უკვე გააეცნო. გიორგი მარგველაშვილი ივანიშვილის განცხადებებზე მოკლე პასუხით შემოიფარგლა და განაცხადა – „თავს დაჩაგრულად არ ვგრძნობ“.
აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას კონკურენტად განიხილავს და მას ებრძვის, რითაც მუშაობაში ხელს უშლის, აღნიშნული კი საბოლოოდ ქვეყანას აზიანებს. რაც შეეხება გაეროს ასამბლეაზეა გამგზავრების საკითხს, ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაეროში, არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები