ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და ილჰამ ალიევს შორის ზაგულბას საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს.
გამოითქვა სურვილი, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა. პირისპირ შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ–მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი პარტნიორული ურთიერთობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ გამოცდილების გაზიარება პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები