ილია დარჩიაშვილი: ჩვენი პარტნიორები ნახავენ მთავარს, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველომ გასწია უზარმაზარი ძალისხმევა

პოლიტიკურ პოლარიზაციას მარტო საქართველოს მთავრობა ან მმართველი გუნდი ვერ დაასრულებს. ამის პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს ყველამ, მათ შორის, ჩვენმა ოპონენტებმა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

“მთავარს ნახავენ ჩვენი პარტნიორები, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველომ გასწია უზარმაზარი ძალისხმევა, რომ შეგვესრულებინა პირობები. შესრულებაც შეფასებადია. ზოგიერთი კანონი იყო მიღებული, რომელსაც პრაქტიკული კონვერტირება სჭირდება სამართლებრივ სივრცეში. ეს ითხოვს დროს და ძალისხმევის გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, რომ პარტნიორები შესაბამისად შეაფასებენ ჩვენ მიერ გაწეულ საქმეს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები