ნიკოლოზ სამხარაძე: ეს ერთი წელი არა მხოლოდ უცხოელი პარტნიორების დარწმუნება გვიწევდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, არამედ – მუდმივ დეზინფორმაციასთან, საბოტაჟსა და ქვეყნის ღალატთან ბრძოლა

სხვა ქვეყანა, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანა რომ ამ კითხვარის შევსებაში დაგვხმარებოდა, ასე არ იყო, თუმცა, ასე მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. ჩვენ გადავახედეთ შემდეგ ჩვენს მეგობრებს ჩვენ მიერ შევსებული კითხვარი და მათ გვითხრეს, რომ ასეთი სამუშაო შეიძლება ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც კი ვერ გაეწია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ  „იმედის კვირას“ განუცხადა.

“ჩვენ ეს ერთი წელი მუდმივად გვიწევდა არა მხოლოდ უცხოელი პარტნიორების დარწმუნება, არამედ – ქვეყნის შიგნით მუდმივ დეზინფორმაციასთან, საბოტაჟსა და ქვეყნის ღალატთან ბრძოლა, რაზეც დიდი ხანია ღიად ვსაუბრობთ და მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს ამაზე საუბარი ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა. მე ვიცი, რომ ისინი [ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე] ამ განცხადებების გამო ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა, კარგი იქნება თუ ისინი ბოლომდე იტყვიან სიმართლეს და ასევე იტყვიან იმას, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც უცხოელ პარტნიორებს ხვდებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საქართველოსთვის სტატუსი არ მიეცათ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ ღალატობს ქვეყანას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები