ირაკლი კობახიძე: კანდიდატის სტატუსის თემა გახდა პოლიტიკური სპექტრის კიდევ უფრო გახლეჩის საფუძველი
ჩვენ გვქონდა, მათ შორის, მოლდოველ კოლეგებთან კონსულტაციები და, ამ კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოოდ, მივიღეთ გადაწყვეტილება განაცხადის შეტანის თაობაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
“სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა თავის თავზე მიეწერა კანდიდატის სტატუსი და ამისთვის კონსტიტუციასაც არღვევდა. რადიკალური ოპოზიციური პარტიები კი პირდაპირ ამბობენ, რომ სტატუსი თურმე აღარაფერს ნიშნავს, მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსი შარშან ქვეყნის განვითარებისთვის საოცრება იყო. რაც შეეხება „ენჯეოებს“, მათ მიმართეს ევროკავშირს თხოვნით, რომ ყველაფრის მიუხედავად მოგვანიჭონ სტატუსი. ეს მესიჯი, რომ ყველაფრის მიუხედავად მიანიჭეთ სტატუსი, თავისთავად არის მესიჯი, რომ ქვეყანას არ მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.