გიორგი ცაგარეიშვილი: „ნაცმოძრაობა“ მარგინალური ჯგუფია
“არავითარი სხვაობა არ იქნება იმაში, ახალგაზრდა ადამიანები იქნებიან თუ ძველგაზრდები. ისინი იქნებიან ბელადის მიმბაძველები, მისი მემორიალური ოთახის თაყვანისმცემლები”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ცაგარეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პარტიაში ახალი სახეებია საჭირო.
ცაგარეიშვილის თქმით, „ნაცმოძრაობა“ მარგინალური ჯგუფია.
„ბელადომანიაში ჩაძირული ხალხი, რომელიც სააკაშვილმა ბრბოდ გადააქცია და დაარქვა პარტია, აქედან ვინ უნდა გამოხშიროთ და თქვათ, რომ ახალი სახეა? ისინი არიან მარგინალური ჯგუფი, რომელიც მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალებაზე, ხელისუფლების დამხობაზე, ქვეყნის ამოტრიალებაზე და განადგურებაზე ფიქრობს დაარსების დღიდან“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.