ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციაზე: ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ლუსტრაცია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილს სურს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ახალი დათქმებით მიიღოს, რათა მეტი სასპეკულაციო ჰქონდეთ.
“ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ლუსტრაცია, კანდიდატის წევრობის მონიჭების მოახლოებასთან ერთად. ბოლო განცხადებები და ვიზიტები ერთ რამეს ემსახურება, რომ თუ გარდაუვალია სტატუსის მინიჭება, მაშინ გთხოვთ დაამძიმოთ ეს გარემოება ახალი დათქმებით, რომ ჩვენ მოგვეცეს ახალი სასპეკულაციო – ასე ფიქრობს ოპოზიცია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.