სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ახლად აშენებული სექტორები მოინახულა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ახლად აშენებული სექტორები: N3 სექტორი- ლოქჯანდარი, N4 სექტორი -ახკერპი, N5 სექტორი -ბურდაზორი და N9 სექტორი- ვახტანგისი ადგილზე მოინახულა და დაათვალიერა. აღნიშნული სექტორების მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა და უახლოეს მომავალში საზეიმოდ გაიხსნება. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კიდევ რამდენიმე სექტორის დასრულება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.