“ჰეზბოლასა” და ისრაელს შორის სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების რისკი რეალურია” – “ჰეზბოლას” ლიდერი

“ჰეზბოლასა” და ისრაელს შორის სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების რისკი რეალურია, – განაცხადა “ჰეზბოლას” ლიდერმა ჰასან ნასრალამ.

“არსებობს შეშფოთება იმის გამო, რომ ეს ფრონტი დამატებით ესკალაციაში ან ფართომასშტაბიან ომში გადაიქცევა. ეს შესაძლებლობა რეალურია, ეს შეიძლება მოხდეს. ისრაელმა ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს”, – თქვა მან.

შიიტური მოძრაობის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი თავის ისტორიაში უდიდეს სისულელეს ჩაიდენს, თუ ლიბანზე თავდასხმას გადაწყვეტს.

მისი თქმით, ვაშინგტონის მუქარა “ჰეზბოლას” პოზიციებზე დარტყმის შესახებ, ამ განწყობებს არ შეცვლის. ნასრალა ამბობს, რომ ომის შემთხვევაში, აშშ-ს ინტერესები დაზიანდება, ამიტომ “მათ უნდა დაასრულონ ღაზაში საომარი მოქმედებები”.

ნასრალამ ასევე მოუწოდა არაბულ ქვეყნებს შეწყვიტონ ნავთობის ექსპორტი ისრაელში. მისი თქმით, ამ სახელმწიფოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ შეაჩერონ ისრაელის თავდასხმები ღაზას სექტორზე.

მისივე თქმით, ამ კონფლიქტში პალესტინის გამარჯვება ყველა მეზობელი ქვეყნის ინტერესებშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები