“გადამწყვეტი ბრძოლაა და მიზანია “ჰამასის” გამარჯვება” – “ჰეზბოლას” ლიდერი
“ჰეზბოლას” ლიდერი, ჰასან ნასრალა ამბობს, რომ ისრაელს აქვს შესაძლებლობა, გაათავისუფლოს ღაზაში მყოფი პატიმრები დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით.
ამის შესახებ მან მიმართვაში თქვა, რომლის ტრანსლირებას Al Jazeera უზრუნველყოფს.
მან ღაზაში ისრაელის ქმედებები გააკრიტიკა და დაახასიათა ის, როგორც “უუნარობის და სიბრიყვის” გამოვლინება.
ნასრალამ ასევე დაადანაშაულა შეერთებული შტატები ღაზაში კონფლიქტის გაღვივებაში და თქვა, რომ ისრაელი მხოლოდ “ინსტრუმენტია”.
მან აღნიშნა, რომ ის, რაც ღაზაში ხდება არის “გადამწყვეტი ბრძოლა”, რომელიც წინა შეტაკებებისგან განსხვავდება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია პასუხისმგებლობის გაზიარება იმაზე, რაც ხდება.
ნასრალამ კონფლიქტში ორი მთავარი მიზანი გამოთქვა: ღაზაში ომის დასრულება და ,,ჰამასის,, გამარჯვება.