“100%-ით პალესტინის საიდუმლო ოპერაცია იყო” – “ჰეზბოლას” ლიდერი

“ჰეზბოლას” ლიდერმა, ჰასან ნასრალამ დაპირებული მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ,,ჰამასს,, თავისი ქმედება არავისთან შეუთანხმებია და არც არავინ გაუფრთხილებია.

მის მიმართვას Al Jazeera ავრცელებს.

ნასრალამ შეაქო ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული “დიდებული ოპერაცია” და თქვა, რომ თავდასხმამ აჩვენა “ისრაელის სისუსტე და მოწყვლადობა”.

მან ასევე თქვა, რომ ,,ჰამასი,, ისრაელზე თავდასხმას ფარულად გეგმავდა და რომ ეს იყო “100%-ით პალესტინური ოპერაცია”. ნასრალას თქმით, ,,ჰამასს,, არავისთან არ შეუთანხმებია საკუთარი ქმედება და არც გაუფრთხილებია ვინმე.

„ამ დიდებულმა, მასშტაბურმა ოპერაციამ უსაფრთხოების, სამხედრო საქმეების, პოლიტიკის, დიპლომატიის და თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მიწისძვრა გამოიწვია. ამას ექნება ღრმა სტრატეგიული გავლენა”,- თქვა მან.

“ჰეზბოლას” მეთაურმა მიუსამძიმრა „დაღუპულთა ოჯახებს ღაზაში, დასავლეთ სანაპიროსა და ყველა იმ ადგილებში, სადაც ჩაგრულნი აღდგნენ“ და მიულოცა ერაყსა და იემენში მებრძოლებს, რომლებიც შეუერთდნენ ბრძოლას.

“ჰეზბოლას” ლიდერი საჯაროდ ბოლოს 2006 წელს გამოვიდა, როდესაც ​ლიბანსა და ისრაელს შორის ერთთვიანი ომი დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები