აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრემიერის ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა და ორი ქვეყნის ჰიმნი შესრულდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ვიცე–პრემიერი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სავალან მირზოევი, პარლამენტის წევრები, ზურაბ ტყემალაძე, მახირ დარზიევი და ალი მამედოვი, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.
საქართველოს დელეგაციას აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი აბიდ შარიფოვი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი დახვდნენ. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ–მინისტრთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები