გარდაცვლილი ზაზა კულუას ოჯახი დახმარებას საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს

გემანიაში გარდაცვლილი ზუგდიდელი ზაზა კულუას ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს. გერმანიაში ტუბერკულოზის სამკურნალოდ წასული 37 წლის კულუა 4 სექტემბერს გარდაიცვალა. სამშობლოში ცხედრის გადმოსვენება 3500 ევრო ჯდება, ოჯახს კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. ზაზა კულუას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ოჯახმა სახლი დაალომბარდა. კულუას ცხედარი გერმანიის საავადმყოფოს ერთ-ერთ კლინიკის პროზექტურაშია დასვენებული. თუ ოჯახი ცხედარს სამშობლოში ორი დღის განმავლობაში ვერ გადმოასვენებს, მას გერმანიაში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები