ანნალენა ბერბოკი სომხეთში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანნალენა ბერბოკი სომხეთში ჩავიდა.

ამ წუთებში დიპლომატი სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს ხვდება.

დაგეგმილია ასევე მისი მოლაპარაკებები სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან (EUMA), რომელთა მიზანია საზღვარზე უსაფრთხოების ვითარების მონიტორინგი.

ხვალ, 4 ნოემბერს ბერბოკი ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები