ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტი მთავრობას კონკურენტად განიხილავს და ებრძვის (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას კონკურენტად განიხილავს და უნდა მას ხელი შეუშალოს. როგორც ივანიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, მარგველაშვილის ქმედება საბოლოო ჯამში ქვეყანას აზიანებს, რასაც პრეზიდენტი უნდა მიხვდეს.
“ინაუგურაციის მეორე თუ მესამე დღესვე, როცა სიტუაციის დალაგება დავიწყეთ და გაუგებრობაში აღმოვჩნდით, ჩვენი პოლემიკის ერთ-ერთი საგანი გახლდათ პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიცია, რომ ის კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და ეს ჩემთვის იყო გაუგებარი. მე მას ვეუბნებოდი, რომ ეს პოზიცია არ არის სწორი, თქვენ უნდა მოხვიდეთ ერთ გუნდად, “ქართული ოცნების” გუნდი გეხმარებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში, მხარს გიჭერდა, ჯერ არაკორექტულია და მეორეც, კონკურენცია დაგაზარალებთ. თქვენ კონკურენტი გყავთ უმუშევრობის, უამრავი, მათ შორის ტერიტორიული პრობლემის, საგარეო პოლიტიკის და ა.შ. სახით, რომ ეს არის თქვენი კონკურენტი. ხელი-ხელს ჩაკიდეთ, ერთად უნდა იმუშაოთ და არ უნდა იყოს კონკურენცია. საბოლოოდ, მე ჩემს აზრზე დავრჩი, მას კი თავისი აზრი არ შეუცვლია. მის ყველა ქმედებაში განა მარტივი დასანახი არ არის, რომ (ეს სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ) კონკურენტს ებრძვის, კონკურენტთან აქვს საქმე და უნდა ხელი შეუშალოს. ამით, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ეშლება ხელი და ამას უნდა მიხვდეს პრეზიდენტი მარგველაშვილი”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი .

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=LR-XjV0JXOM&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები