“აშშ ვერ ხედავს “ჰამასს” ღაზას სექტორის ომის შემდგომ მმართველობაში” – კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერისხ ჯონ კირბის განცხადებით, 1400 ისრაელელის ლიკვიდაციის გამო, აშშ ღაზას სექტორის მმართველობაში “ჰამასის” ადგილს ვერ ხედავს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

კირბი ამბობს, რომ 1400 ისრაელელის მოკვლის შემდეგ ეს პრობლემური იქნება.

„ჩვენ მიიჩნევთ, რომ “ჰამასი” არ შეიძლება, იყოს ღაზას მმართველობის მომავალი. არ შეიძლება. რა მოხდება კონფლიქტის შემდეგ? ჩვენ ჯერ არ გვაქვს ყველა პასუხი, მაგრამ რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ, გავიგოთ, როგორი შეიძლება, იყოს და როგორი უნდა იყოს მმართველობის სისტემა ღაზაში“, – თქვა ჯონ კირბიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები