საფრანგეთი ღაზას სანაპიროზე მეორე ვერტმფრენმზიდის გაგზავნას გეგმავს
საფრანგეთი ღაზას სექტორის სანაპიროზე მეორე ვერტმფრენმზიდის გაგზავნას გეგმავს, რომ მოხდეს დაჭრილი ადამიანების სამედიცინო დახმარება.
ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
პარიზმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ვერტმფრენმზიდი Tonnerre-ი უკვე გაგზავნა.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას გააკეთებენ გემები რეგიონში, რადგან ისინი ძალიან მცირეა საველე ჰოსპიტლებად ფუნქციონირებისთვის.
რადიო France Info-სთან საუბრისას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ რეგიონში ასევე ვერტმფრენი Dixmude-იც განლაგდება.
“ის იქნება აღჭურვილი საავადმყოფოს გემად”, – თქვა ლეკორნუმ.
Tonnerre-ს, დაახლოებითხ 60 საწოლი და ორი საოპერაციო ბლოკი აქვს და ის შეიძლება, გამოიყენებოდეს, მხოლოდ დროებით, როგორც რეზერვი ხმელეთზე არსებული დიდი საავადმყოფოსთვის.
კითხვაზე, რამდენად პრაქტიკულია სამკურნალოდ ხალხის ხმელეთიდან ზღვაში გადაყვანა, ლეკორნუმ თქვა, რომ დაგეგმვის ეტაპია, მიმდინარეობს დისკუსიები ეგვიპტისა და ისრაელის ხელისუფლებასთან.
„ამის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კონფლიქტში მონაწილეებს ვუთხრათ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხის ქვეშ ვერ დავტოვებთ და, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობის პრობლემის ჰუმანიტარულ დონეზე განხილვის გარეშე“, – თქვა ლეკორნუმ.
მინისტრი იმედოვნებს, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება სხვებსაც წაახალისებს.
მანამდე, ისრაელმა სთხოვა გერმანიას, საფრანგეთს და იტალიას დაჭრილების სამკურნალოდ ჰოსპიტალური გემების გაგზავნა.