საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ათენის უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ლაბორატორია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ეპიცენტრი ათენიდან 80 კილომეტრში, კუნძულ ევბეაზე 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.

შესაძლო ნგრევის, ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები