“ჰეზბოლას” ლიდერი დღეს მიმართვას გაავრცელებს
ლიბანური დაჯგუფება “ჰეზბოლას” ლიდერი, ჰასან ნასრალა დღეს, 3 ნოემბერს მომხრეებს მიმართავს.
ეს იქნება მისი პირველი მიმართვა მას შემდეგ, რაც ,,ჰამასი,, 7 ოქტომბერს ისრაელს დაესხა თავს.
მოსალოდნელია, რომ ნასრალა დაჯგუფების შემდეგ ნაბიჯებზე ისაუბრებს.
,,ჰამასის,, თავდასხმის შემდეგ, “ჰეზბოლა”, თავის მხრივ, ისრაელის ჩრდილოეთის საზღვრებზე გააქტიურდა, თუმცა, ისრაელის არმიასთან პირდაპირ შეტაკებაზე ჯერ არ გადასულა.
“ჰეზბოლაში” აცხადებენ, რომ უკვე 54 მებრძოლი დაკარგეს.
როგორც აშშ-ში აცხადებენ, ჯერ ვერ ხედავენ იმის ნიშნებს, რომ “ჰეზბოლა” მზად არის ისრაელთან სრულმასშტაბიანი ომისთვის.
ამავე დროს, დაჯგუფება იმუქრება რაკეტების გამოყენებით, რომლებსაც “ისრაელის მთელი ტერიტორიის დაფარვა შეუძლია”.