ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ქალაქ ღაზას ალყაში აქცევენ

SDEROT, ISRAEL - NOVEMBER 02: Israel continues to deploy soldiers, tanks and armored vehicles near the Gaza border as Israeli attacks continue on the 27th day in Sderot, Israel on November 02, 2023. (Photo by Mostafa Alkharouf/Anadolu via Getty Images)

ისრაელის სამხედროები ალყაში აქცევენ ქალაქ ღაზას და აძლიერებენ სამხედრო ოპერაციებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა.

„ჩვენი ჯარისკაცები ბოლო რამდენიმე დღეა ღაზაში მოქმედებენ, რამდენიმე მიმართულებიდან ქალაქ ღაზას ალყაში აქცევენ და აძლიერებენ სამხედრო ოპერაციებს. ჩვენი ძალები ღაზის ძალიან მნიშვნელოვან რაიონებში იმყოფებიან“, – აღნიშნა ჰალევიმ.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ აიღო. თავის მხრივ, სარაკეტო იერიშის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები