აშშ-მა რამდენიმე რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-მა რუსული კომპანიების Arctic LNG 2-ის, Rustitan-ისა და Gazprom Neft-ის ორი შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ამერიკის ხელისუფლებამ თხევადი გაზის მწარმოებელი კომპანიის, Arctic LNG 2-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, მომავალში რუსული ენერგორესურსების წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების შეზღუდვის საჭიროებით ახსნა.

ამასთან, სანქციების სიაში Rustitan-ისა და მისი ლიდერების ანატოლი ტკაჩუკის და ალექსეი ნოვიკოვის, ისევე როგორც მისი კვიპროსის შვილობილი კომპანიის შეყვანა მოტივირებულია იმით, რომ კომპანია რუსეთის ეკონომიკის სამთო სექტორში ოპერირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები