ისრაელის გენშტაბმა ღაზაში საავადმყოფოებისთვის საწვავის მიწოდების პირობა დაასახელა
ისრაელს შეუძლია ღაზას სექტორში საავადმყოფოების საჭიროებისთვის საწვავი გაატაროს – იმ პირობით, რომ მას “ჰამასი” არ მიიღებს.
ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ თქვა.
„ღაზაში საწვავის მიწოდება ჯერ არ დაგვიშვია. ყოველდღიურად ვაფასებთ სიტუაციას ანკლავში. კვირაზე მეტია, გვეუბნებიან, რომ საწვავი იწურება, მაგრამ ეს ასე არ არის. საწვავი საავადმყოფოებს მეთვალყურეობის ქვეშ მიეწოდება და ყველაფერი გაკეთდება, რომ მან ჰამასამდე არ მიაღწიოს“, – თქვა ჰალევიმ პრესკონფერენციაზე.