თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, მეტრო “ღრმაღელეს” მიმდებარე ტერიტორიის, ბუაჩიძის, თიანეთის, ჩარგლის, გუდამაყრის, ხორნაბუჯის, ტიბაანის, მუხრანის, დავით გარეჯელის, ერწოს, ქვიშხეთის, ხევისუბნის, ზიგზაგის, გვაზაურის, გლინკას, რტევანის, ლიახვის, ჟინვალის, ნაგომარის, შენგელაიასა და ბოგვის ქუჩების 7589 აბონენტს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ჟინვალის, ჭოპორტისა და ლიახვის ქუჩების 1783 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, მიცკევიჩის, კუტუზოვისა და გამრეკელის ქუჩების 776 აბონენტს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორისა და ნუცუბიძის ქუჩის 314 აბონენტს.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სახალხოს ჩიხის, კომკავშირის ხეივნის, სერგო წულაძის, შალვა დოლიძის, დიდგორის, ციხისძირის, ნინიძისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების 337 აბონენტს.
გლდანის რაიონში, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ულიანოვის, ლიბაანის, გურამიშვილისა და ბარალეთის ქუჩების 757 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეუნარგიასა და ზაქრაძის ქუჩების 160 აბონენტს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის 127 აბონენტს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის, მეტრო “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ჯავახეთის, ფიროსმანის, პეტრიწისა და სააკაძის ქუჩების 963 აბონენტს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირისა და მოსაშვილის ქუჩის 431 აბონენტს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთისა და ყიფშიძის ქუჩის 397 აბონენტს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, წყალტუბოს, აგლაძის, ალიო მირცხულავას და ნადირა ხოშარაულის ქუჩების 526 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.