ჯანმო: ღაზაში 36-დან 14 საავადმყოფო არ მუშაობს
საწვავის დეფიციტისა და დაუცველობის გამო, ღაზას სექტორში 36 საავადმყოფოდან 14, ასევე, ორი სპეციალიზებული ცენტრი არ ფუნქციონირებს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, “საავადმყოფოები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, 40%-ზე მეტით არის გადატვირთული”.
გებრეისუსმა დასძინა, რომ ჯანმო ჰუმანიტარულ დახმარებაზე სასწრაფო და მდგრადი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.