ღაზაში აცხადებენ, რომ ისრაელმა ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა – სულ მცირე, 15 დაღუპულია
ღაზას სექტორის სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლის, მაჰმუდ ბასალის თქმით, ისრაელმა სექტორში ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკი დაბომბა.
მისი თქმით, დაღუპულია, სულ მცირე, 15 ადამიანი, – იტყობინება SkyNews.
ადგილობრივების თქმით, ნანგრევებში ათობით ადამიანი აღმოჩნდა.
აფეთქებამ დიდი კრატერი შექმნა და მის გარშემო არსებული შენობები სერიოზულად დააზიანა.