ისრაელმა და ბაჰრეინმა ეკონომიკური ურთიერთობები გაწყვიტეს და ელჩები გაიწვიეს
ბაჰრეინმა და ისრაელმა ელჩები გაიწვიეს, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები შეწყდა.
ამის შესახებ ბაჰრეინის პარლამენტის ვებსაიტზეა ნათქვამი.
„წარმომადგენლობითი საბჭო (ბაჰრეინის პარლამენტის ქვედა პალატა) ადასტურებს, რომ ისრაელის ელჩმა ბაჰრეინი დატოვა, ხოლო ბაჰრეინის სამეფომ ისრაელიდან თავისი ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილა მიიღო. ასევე, შეწყდა ეკონომიკური ურთიერთობაც”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ბაჰრეინის პარლამენტში აღნიშნეს, რომ “ეს არის ბაჰრეინის ძლიერი ისტორიული პოზიციის დადასტურება პალესტინის საქმისა და მოძმე პალესტინელი ხალხის ლეგიტიმური უფლებების მხარდასაჭერად, რაზეც მისი უდიდებულესობა მეფე ყველა კონფერენციასა და ღონისძიებაზე ამბობდა”.
ბაჰრეინმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა 2020 წელს დაამყარა.