ისრაელთან ბრძოლის შედეგად “ჰეზბოლას” დაღუპული წევრების რიცხვი გაიზარდა
7 ოქტომბერს ,,ჰამასის,, თავდასხმის შემდეგ, ლიბანის საზღვართან “ჰეზბოლას” ისრაელის არმიას შორის შეტაკებების შედეგად დაჯგუფების დაღუპული წევრების რაოდენობა 50-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დაჯგუფება ავრცელებს.
მათი უმეტესობა დაღუპულია დრონების იერიშის შედეგად.
29 ოქტომბერს “ჰეზბოლამ” “ჰაერი-დედამიწა” კლასის პირველი რაკეტა წარადგინა.
2006 წელს ისრაელთან ომის დროს, რომელიც მას შემდეგ გაჩაღდა, რაც დაჯგუფების წევრები ისრაელში შეიჭრნენ და ორი ისრაელელი ჯარისკაცი გაიტაცეს, 263 მებრძოლი დაიღუპა.
“ჰეზბოლაში” აცხადებენ, რომ არსენალში რაკეტები და დრონები აქვთ, რომლებსაც ისრაელის ყველა ნაწილის დაფარვა შეუძლიათ, მაგრამ ამ ეტაპზე რაკეტების გაშვებისგან თავს იკავებენ.