საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „ექიმები საზღვრებს გარეშე“ გამოაცხადა, რომ მისმა 22-მა უცხოელმა თანამშრომელმა ღაზას სექტორის დატოვება “რაფაჰის” გამშვები პუნქტით მოახერხა.
“ახალი გუნდი, მათ შორის, სამედიცინო სპეციალისტების გუნდი უკვე შერჩეულია და მზადაა ღაზაში გასამგზავრებლად, როგორც კი ამისი პირობები შეიქმნება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, ღაზას სექტორში ორგანიზაციის 300 ადგილობრივი თანამშრომელი ოჯახებით რჩება.
ეგვიპტე არ აძლევს პალესტინელებს მისი საგუშაგოს გავლის საშუალებას, ხოლო ისრაელმა სექტორის სრული ბლოკადა მოახდინა.