ისევე, როგორც პირველ მსოფლიო ომში, ჩვენ მივაღწიეთ ტექნოლოგიის განვითარების ისეთ დონეს, რომელსაც ჩიხში შევყავართ. დიდი ალბათობით, ღრმა და ლამაზი გარღვევა არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი The Economist-ში გამოქვეყნებულ მის სტატიაში წერს.
როგორც ზალუჟნი აღნიშნავს, ომი ახალ ეტაპზე გადადის, რაც სტატიკური და დამქანცველი ბრძოლებისგან შედგება.
„უკრაინამ არა მხოლოდ შეაჩერა გაცილებით უფრო ძლიერი მეტოქის შემოჭრა, არამედ თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილიც გაათავისუფლა. თუმცა, ახლა ომი ახალ ეტაპზე გადადის – ამას სამხედროები „პოზიციურ“ ომს ვეძახით, რაც სტატიკური და დამქანცველი ბრძოლებისგან შედგება. ეს რუსეთს აწყობს, რადგან საშუალებას მიეცემათ, საკუთარი სამხედრო ძალა აღადგინონ, რაც საბოლოო ჯამში, საფრთხეს შეუქმნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და სახელმწიფოს“, – წერს ზალუჟნი საავტორო სტატიაში.