მეუფე იოანე – სინოდის სხდომაზე: ერთ-ერთი საკითხი, მე რაც ვიცი, არის წმინდანად შერაცხვა იმ დიდი მოღვაწეების, რომლებიც მე-10 საუკუნის დასაწყისში და ბოლოს მოღვაწეობდნენ

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე იოანე გამრეკელის ინფორმაციით, სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი მე-10 საუკუნეში მცხოვრები დიდი მოღვაწეების წმინდანად შერაცხვის საკითხი იქნება.

“წელიწადში ორჯერ იკრიბება სინოდი – გაზაფხულსა და შემოდგომაზე. წესია ასეთი. ადრე, კოვიდის გამო, ჩვენ ორი წელი არ შევკრებილვართ.

ერთ-ერთი საკითხი, მე რაც ვიცი, არის წმინდანად შერაცხვა იმ დიდი მოღვაწეების, რომლებიც მე-10 საუკუნის დასაწყისში და ბოლოს მოღვაწეობდნენ. კომისიის ერთ-ერთი წევრი ვარ და ვიცი, რომ ეს საკითხი დაისმება კომისიაზე. თუმცა, რამდენიმე კომისიაა და ყველა კომისია თავის საკითხს ამზადებს”, – განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.

შეგახსენებთ, ხვალ, 2 ნოემბერს, 12:00 საათზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები