მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, ოპოზიცია მოსალოდნელი მარცხის წინაშე დგას

„ოპოზიციის მიერ არჩეული ტაქტიკა, რაღაცნაირად გააუფასურონ ხელისუფლების წარმატება, სრულიად უსარგებლოა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ოპოზიცია მათ მიერ არჩეულ ტაქტიკაში – რომ ქვეყანას წარმატებისთვის არ მიეღწია – დამარცხდა.

“უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ხელისუფლებაზე მეტად ქვეყნის წარმატებაა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმატებაა, მაგრამ პირველ რიგში, ქვეყნის წარმატებაა. თურმე კანდიდატის სტატუსს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია. ვფიქრობ, ოპოზიცია მოსალოდნელი მარცხის წინაშე დგას, რადგან ოპოზიცია დამარცხდა მათ მიერ არჩეულ ტაქტიკაში, ქვეყანას წარმატებისთვის არ მიეღწია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები