დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 115-ე შეხვედრა გაიმართება
დღეს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 115-ე შეხვედრა გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს გააპროტესტებენ.
ასევე, განსახილველი საკითხები,სავარაუდოდ, შეეხება იმ ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვისაა მნიშვნელოვანი.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება.