ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო თვეს შეუერთდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ საერთაშორისო თვეს შეუერთდა.

ლანჩხუთის სკრინინგ ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო.

ღონისძიებას ლანჩხუთის მერი – ალექსანდრე სარიშვილი, მოადგილე – ეკატერინე გუჯაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ბესიკ ტაბიძე, სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი – თინა ბერუჩაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ,,გამარჯვებულ ქალთან კლუბის“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის წევრები.

ლანჩხუთში სკრინინგ ცენტრი ახლახან გაიხსნა, თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. ცენტრში უფასოდ ტარდება საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატისა და ძუძუს სკრინინგი.
სკრინინგ ცენტრი დაფინანსებულია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020-ის“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები