ბოლნისის თეატრის მსახიობი ვანო ხმალაძე ფონდის „გურული დღიურები“ სტიპენდიატი გახდა

“ბოლნისის თეატრის მსახიობი, ვანო ხმალაძე ფონდის „გურული დღიურები“ სტიპენდიატი გახდა. სპეციალური სიგელი ვანო ხმალაძეს ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, ვანოს სპონსორთან მარინა ჩხარტიშვილთან ერთად გადასცა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი, ბოლნისის კულტურის ცენტრის დირექტორი სოსო კოპალეიშვილი და ბოლნისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლაშა ნოზაძე ესწრებოდნენ. ფონდი 2017 წელს დაარსდა, მისი მიზანი ახალგაზრდების ხელშეწყობაა. 2017 წლიდან დღემდე ფონდს 100-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები